პარლამენტი ხარჯების შემოწმებას იწყებს - კვირის პალიტრა

პარლამენტი ხარჯების შემოწმებას იწყებს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი ძალიან სერიოზულ შემოწმებას აპირებს, თუ ვინ როგორ გახარჯა დეკემბრის განმავლობაში საბიუჯეტო თანხები. "ჩვენ კი არ უნდა გავღიზიანდეთ იმაზე, რატომ სვამს კითხვას ვინმე, სჭირდებოდა თუ არა თუნდაც მთავარ პროკურორს 170-ათასიანი ახალი მანქანა; არ უნდა გავღიზიანდეთ იმაზე, რომ კითხვა ისმება.  ამაზე მკაფიო პასუხია საჭირო. თუ ეს არის სპეციალური ჯავშანმანქანა, რომელიც სჭირდება მთავარ პროკურორს უსაფრთხოებისთვის, მაშინ  შეიძლება კიდევ ერთი ამდენია საჭირო, რომ მართლაც უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. თუ ეს არის დამატებითი კომფორტი, მაშინ აქ სხვა ტიპის კითხვები უნდა დაისვას. პარლამენტი მის ხელთ არსებული ბერკეტებით დეტალურად შეამოწმებს იმას, თუ ვინ როგორ გახარჯა დეკემბრის განმავლობაში საბიუჯეტო თანხები", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტარებმა დაუხარჯავი თანხის მეცამეტე ხელფასად დარიგება მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).