პარლამენტი ხარჯების შემოწმებას იწყებს
06-01-2014
პარლამენტი ხარჯების შემოწმებას იწყებს
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი ძალიან სერიოზულ შემოწმებას აპირებს, თუ ვინ როგორ გახარჯა დეკემბრის განმავლობაში საბიუჯეტო თანხები. "ჩვენ კი არ უნდა გავღიზიანდეთ იმაზე, რატომ სვამს კითხვას ვინმე, სჭირდებოდა თუ არა თუნდაც მთავარ პროკურორს 170-ათასიანი ახალი მანქანა; არ უნდა გავღიზიანდეთ იმაზე, რომ კითხვა ისმება.  ამაზე მკაფიო პასუხია საჭირო. თუ ეს არის სპეციალური ჯავშანმანქანა, რომელიც სჭირდება მთავარ პროკურორს უსაფრთხოებისთვის, მაშინ  შეიძლება კიდევ ერთი ამდენია საჭირო, რომ მართლაც უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. თუ
ეს არის დამატებითი კომფორტი, მაშინ აქ სხვა ტიპის კითხვები უნდა დაისვას. პარლამენტი მის ხელთ არსებული ბერკეტებით დეტალურად შეამოწმებს იმას, თუ ვინ როგორ გახარჯა დეკემბრის განმავლობაში საბიუჯეტო თანხები", - განაცხადა უსუფაშვილმა.  
დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტარებმა დაუხარჯავი თანხის მეცამეტე ხელფასად დარიგება მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს (სიუჟეტი
იხ. www.palitratv.ge-ზე).

ბირთვისელი
07 იანვარი 2014 01:30
პარლამენტმა პირველ რიგში უნდა დაადგინოს იმ პირთა ნუსხა ვინც ჩაითვლება განსაკუთრებული დაცვის ობიექტად,შემდეგ სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ თანამდებობის პირებს და ორგანიზაციებს რომლებიც ფინანსდებიან ბიუჯეტიდან უნდა დაუდგინდეთ თანამდებობრივი სარგოები და არა ისე ნოღაიდელმა რომ გააკეთა ყველა სამსახურმა თქვენი ხელფასები თავად განსაზღვრეთო და უფროსებმა და მათთან დაახლოვებულმა პირებმა რომ გაიათმაგეს ხელფასები და ფაქტიურად ვინც საქმეს აკეთებდა იგივე ხელფასზე დატოვეს. უნდა დაწესდეს ტრანსპორტის საექსპლუატაციო ვადები. და უნდა ხდებოდეს სახელმწიფო შესყიდვები და არა ის რომ ვისაც როგორი მანქანა მოსწონს ისეთს რომ ყიდულობენ. უნდა შეიქმნას სამთავრობო პირთა ავტო ფარეხი როგორც ადრე იყო და მთლიანად მისი ექსპლუატაცია გაკონტროლდეს

რედაქტორის რჩევით