სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება - კვირის პალიტრა

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უწყება ყურადღებით ადევნებს თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წარმოებულ ლეგალურ საქმეებს. ,,ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მთავრობის მიდგომას ყოფილი არჩეული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით და ხელახლა მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს სკრუპულოზურად და გამჭვირვალედ დაიცვან სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. აშშ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გამყარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში მდგომარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.