მერაბიშვილი დააჯარიმეს
06-01-2014
მერაბიშვილი დააჯარიმეს
ვანო მერაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა, მანამდე კი ყოფილი პრემიერი  სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განმარტებით, შესვენების დროს, როდესაც დარბაზში იმყოფებოდნენ მხარეები, ასევე სასამართლო სხდომის მდივანი და მერაბიშვილი, ბრალდებულმა სხდომის მდივანს შეურაცხყოფა მიაყენა უხამსი და ბილწი სიტყვებით. 

ამასთან, მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღძრა შუამდგომლობა, რომ სასამართლომ დაავალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მისი ციხიდან გაყვანის ამსახველი ვიდეოფირების გადაცემა, მაგრამ მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო
უარი, რის შემდეგაც პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით