"საქართველო დაუბრუნდება განვითარების გზას" - კვირის პალიტრა

"საქართველო დაუბრუნდება განვითარების გზას"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი ნიუ-იორკიდან დეპუტატებთან, დავით საყვარელიძესა და გიორგი ვაშაძესთან ერთად მოულოცა. "მთავარი ის არის, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველო გადალახავს ყველა სიძნელეს და  დაუბრუნდება განვითარების ჩვეულ გზას. ჩვენ არ შეიძლება ამოვვარდეთ მსოფლიო განვითარების გზიდან. ჩვენ არ შეიძლება ჩამოვრჩეთ მსოფლიო პროცესებს. საქართველო იყო ამ მსოფლიო პროცესების წინ და უნდა დაბრუნდეს მოწინავე რიგებში", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.