ევროპული საქართველო ქართულ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს
06-01-2014
ევროპული საქართველო ქართულ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გასული წელი უმნიშვნელოვანესი იყო ქართული დემოკრატიისთვის. "გასულ წელს თავისუფალი, დემოკრატიული პროცესის შედეგად, ჩვენ შევძელით დემოკრატიის კონსოლიდაცია, პოსტსაბჭოთა ეპოქის დამთავრება და თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება. მაგრამ თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობა უნდა დაეფუძნოს ქართულ ღირებულებებსა და ტრადიციებს. მოსაფიქრებელი ბევრი არაფერი გვაქვს - უბრალოდ უნდა მივუბრუნდეთ საკუთარ თავს.
ქართველი თავისუფლებაზეა ორიენტირებული. ქართული კულტურა მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის კულტურაა. ქართველი კაცი ინდივიდუალისტია, მაგრამ, ამავე დროს, გვაერთიანებს ლოზუნგი - ""ძალა ერთობაშია"",
- განაცხადა მარგველაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით