არიელ შარონი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

არიელ შარონი გარდაიცვალა

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გასულ კვირას შარონის მკურნალმა ექიმმა, პროფესორმა ზეევ როტშტეინმა განაცხადა, - შარონის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და შესაძლოა, კრიზისი ვერ გადაიტანოსო. არიელ შარონი კომაში 2006 წელს, ინფარქტის გადატანის შემდეგ ჩავარდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ყოფილ პრემიერ-მინისტრს მონაწილეობა აქვს მიღებული ისრაელის ყველა ომში, 1948 წლიდან მოყოლებული.