"მერია მეტასტაზია"
13-01-2014
თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა  ვაკის პარკთან სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები წარწერებით: "მერია მეტასტაზია, ჩვენი მტერია", "ნუ დაანგრევთ მწვანე ქალაქს". აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება სცადეს, თუმცა პოლიციამ ეს მცდელობა აღკვეთა და აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა, რომელსაც სასამართლომ 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მერია აცხადებს, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ შენდება. თუმცა "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენელთა განცხადებით, მართალია, სასტუმრო უშუალოდ ვაკის პარკში არ შენდება, მაგრამ ეს
მაინც  სარეკრეაციო ზონაა და მშენებლობაზე ნებართვა კანონდარღვევით გაიცა (ვრცლად იხ. გვ. 13, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით