ადვოკატმა და პროკურორმა იჩხუბეს
13-01-2014
პროკურატურის ინფორმაციით,  თბილისის პროკურატურის შენობაში პროკურორ ლევან ბაჩიაშვილსა და ადვოკატ რომეო საჯაიას შორის ადრე არსებული პირადი უთანხმოების საფუძველზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც მათ ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.  "ადვოკატთა ასოციაციის" ინფორმაციით კი, 8 იანვარს საჯაია პროკურატურაში საქმის მასალების მისაღებად მივიდა. ოთახში, სადაც საჯაია იმყოფებოდა, პროკურორი ბაჩიაშვილი შევიდა, რის შემდეგაც ატყდა ჩხუბი. "ადვოკატთა ასოციაცია" პროკურატურისგან საჯაიაზე განხორცილებული ძალადობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს (ვრცლად იხ. გვ. 8, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით