კოდექსი არ გადაიხედება
13-01-2014
კოდექსი არ გადაიხედება
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ე.წ. კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსი არ გადაიხედება. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებები ამ საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია ურყევია, ქურდულ სამყაროსთან მიდგომა  არ გადაიხედება. აჟიოტაჟი ამ კანონის გარშემო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის განცხადების შემდეგ ატყდა. ხმალაძემ კანონის ერთ-ერთი მუხლის ხარვეზზე ისაუბრა: "უტრირებას გავაკეთებ და ვიტყვი, - იმის გამო, რომ ვთქვათ, მე მომწონს ქურდები და მომწონს ქურდული ურთიერთობები,
არ შეიძლება ციხეში ჩამსვან".


nino
13 იანვარი 2014 14:17
ძლივს დასვენებული ვიყავი ბოლო 3-4 წელი ქურდული მენტალიტეტის შემოტევისაგან,ახლა ისევ გამოცოცხლდნენ,ეს კი ციხიდან გამოშვებული ნარკომანების,ქურდების და ავაზაკების გამო ხდება.არ იგულისხმება პოლიტპატიმრები მაგრამ აღსანიშნავია რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების სტატუსითაც გამოუშვეს ბევრი ნაძირალა.ნუ,არ ვიცი ეს მათი ევროპული მიდგომის გამოა თუ რისი მაგრამ ასეთი ვითარების მერე აღარ უნდა ქონდეთ იმედი ცივილიზებული ქვეყნის სტატუსის.

რედაქტორის რჩევით