კოდექსი არ გადაიხედება - კვირის პალიტრა

კოდექსი არ გადაიხედება

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ე.წ. კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსი არ გადაიხედება. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებები ამ საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია ურყევია, ქურდულ სამყაროსთან მიდგომა  არ გადაიხედება. აჟიოტაჟი ამ კანონის გარშემო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის განცხადების შემდეგ ატყდა. ხმალაძემ კანონის ერთ-ერთი მუხლის ხარვეზზე ისაუბრა: "უტრირებას გავაკეთებ და ვიტყვი, - იმის გამო, რომ ვთქვათ, მე მომწონს ქურდები და მომწონს ქურდული ურთიერთობები, არ შეიძლება ციხეში ჩამსვან".