დაპირისპირება საპატრიარქოსთან
13-01-2014
8 იანვარს საპატრიარქოსთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პატრიარქის ეპისტოლეში სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ ჩანაწერს აპროტესტებდნენ.
აქციაზე მივიდნენ პატრიარქის ეპისტოლეს მომხრეები. მხარეებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა:

"ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი ნაწილი კი გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი. ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი
სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღებია. შევნიშნავთ იმასაც, რომ თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს,
მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს. ეს ეკლესიის მოვალეობაა"  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით