ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა
20-01-2014
ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, შექმნის დღიდან, ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა. მისი თქმით, შპს "ყაზტრანსგაზი თბილისის" უსაფრთხოების სამსახურის მიერ გეგმური შემოწმების შედეგად გამოვლინდა მრიცხველის გვერდის ავლით შეყვანილი მილი. ბუნებრივი აირი სასადილოსა და დამხმარე ნაგებობებს ხმარდებოდა. სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვეში დაახლოებით 5-6.000 ლარის ბუნებრივ აირს მოიხმარდა. მისი ცნობით, ეჭვია, რომ თბილისის გარშემო მდებარე ფეშენებელური ვილები და სხვადასხვა კერძო ორგანიზაცია ასევე უკანონოდ მოიხმარენ ბუნებრივ აირს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით