40%-იან ბარიერს მხარს უჭერენ - კვირის პალიტრა

40%-იან ბარიერს მხარს უჭერენ

საპარლამენტო უმრავლესობაში თბილისის მერის არჩევნებზე ბარიერის 30-დან 40%-მდე გაზრდას მხარს უჭერენ. "კარგია, რომ მერებისა და გამგებლების არჩევნები ტარდება. ეს არის  საზოგადოების პირდაპირი მონაწილეობა ქვეყნის მომავალში. პირველი, მაგრამ საკმაოდ მძლავრი ნაბიჯი იქნება, თუ ბარიერი 40%-იანი იქნება და არა  - 30%-იანი, როგორც აქამდე იყო", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ.

ინტერფრაქციულ ჯგუფში გაწევრებული არასაპარლამენტო ოპოზიცია კი 50%-იანი ბარიერის შემოღებას ითხოვს.