მომხსენებლები შეშფოთებული არიან
20-01-2014
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლის, მაიკლ იენსენის, განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პირდაპირი წესით არჩეულ მერს სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება უჩერდება. "ეს განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სულ მალე ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს. „რა თქმა უნდა, სამართლებრივი დევნისგან თავისუფალი არავინ არის, მაგრამ სასამართლომ გარკვეულწილად მაინც თავი უნდა შეიკავოს, როდესაც ლაპარაკია არჩეულ თანამდებობის პირზე", - განაცხადა მაიკლ იენსენმა.  მისივე თქმით, მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც მის
საკნიდან გაყვანას უკავშირდება,  სრული ინფორმაციის მოპოვება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით