უსუფაშვილი საფრთხეებზე საუბრობს - კვირის პალიტრა

უსუფაშვილი საფრთხეებზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ესტონეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველო ბუქარესტის სამიტის დანაპირებს არ ივიწყებს და მიუხედავად იმისა, რომ დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებს, კონკრეტული შედეგი არ ჩანს. უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს კონკრეტული შედეგის - მაპ-ის მოლოდინი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ ეს შედეგი არ იქნება,  შესაძლოა საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიკვეთოს. „"უახლოეს თვეებში ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას და არავის უნდა მივცეთ საშუალება, ეს პროცესი შეაფერხოს - არც გარე და არც შიდა ძალებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.