ფონდში 6 მილიარდია
20-01-2014
"საქართველოში დაწყებითი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება მეწარმეობის განვითარების სააგენტო", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის მხარდაჭერით, შეიქმნა და აქტიურ მუშაობას  შეუდგა "საქართველოს თანაინვესტირების ფონდი". კერძო საინვესტიციო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად. დღეისათვის ფონდში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა 6 მილიარდი დოლარია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით