"ვილოცოთ და ვიშრომოთ" - კვირის პალიტრა

"ვილოცოთ და ვიშრომოთ"

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ მრავალი ადამიანი ელოდება სამსახურს იმ დროს, როდესაც სამუშაო ადგილი ბევრია. პატრიარქს სურს, ქართველმა ხალხმა იფიქროს მომავალსა და იმაზე, რა უნდა აკეთოს. "არსებობს ასეთი დევიზი - "ვილოცოთ, ვიფიქროთ, წარმოვშვათ ახალი იდეები და ვიშრომოთ". თუ ამას გავაკეთებთ, ბედნიერი ვიქნებით. მინდა ახალგაზრდობამ ასე იცხოვროს. ასევე, მინდა ვანუგეშო ახალგაზრდები და ვუთხრა, რომ არსებობს გამოსავალი ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. არის მცირე და საშუალო ბიზნესი და ჩვენთან იქმნება ჯგუფი, რომელიც ასწავლის ამ ბიზნესს, ამ შრომას. შეიძლება სულ უბრალო რაღაც იყოს და დიდი საშუალება მოიტანოს ადამიანისთვის ან მისი ოჯახისთვის", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).