კიევში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
27-01-2014
კიევის საავადმყოფოში, გრუშევსკის ქუჩაზე, მძიმედ დაჭრილი რომან სენიკი გარდაიცვალა. პარტია ""სვობოდას"" დეპუტატის, ირინა სეხის თქმით, დაჭრილს რამდენიმე ოპერაცია და ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა ის მაინც ვერ გადაარჩინეს. უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო დღეებში, შეტაკებებში ოთხი მომიტინგე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. ამასთან, გოლოსეევის რაიონში გარდაცვლილი მილიციელიც იპოვეს, რომელსაც თავის არეში ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. 25 იანვრის მონაცემებით, სულ 7 ადამიანია დაღუპული.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით