"მერიის ქმედება საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს" - კვირის პალიტრა

"მერიის ქმედება საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის ქმედებები აშკარად შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს: "მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი ღონისძიების დაფინანსება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიიღეს და ანგარიშზე აქვთ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. ასეთ პირობებში ცალკეული ღონისძიების შეფერხება სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა იმას, რომ ხალხს მოაჩვენონ, თითქოსდა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ქმნის ხარვეზებს პროექტებში"".