მუხრანში მამაკაცმა ოჯახის წევრები დახოცა - კვირის პალიტრა

მუხრანში მამაკაცმა ოჯახის წევრები დახოცა

მუხრანში  მამაკაცმა ოჯახის წევრები დახოცა. სამართალდამცველებმა 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით  დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამმა ბრალდებულმა  ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფი ესროლა მეუღლეს, შვილსა და რძალს. მეუღლე მაშინვე გარდაიცვალა, რძალი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ხოლო დაჭრილი შვილი  საავადმყოფოში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს დანაშაულს.