კეზერაშვილი პატიმრობაში რჩება - კვირის პალიტრა

კეზერაშვილი პატიმრობაში რჩება

საფრანგეთის ექს-ან-პროვანსის სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, რომლის თანახმად, მას შინაპატიმრობა უნდა შეფარდებოდა. ადვოკატები შინაპატიმრობას მანამდე ითხოვდნენ, სანამ სასამართლო კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. თუმცა სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა. კეზერაშვილი ლიბომედიის ციხეში გადაიყვანეს.