"აშშ რუსეთის ნაბიჯებს გმობს"
27-01-2014
"აშშ რუსეთის ნაბიჯებს გმობს"
საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკელ სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაცია, რომელსაც ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობდა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სენატორებმა აღნიშნეს, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მცდელობას, გაზარდოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი. "2008 წლის სამხედრო შემოჭრიდან ხუთი წლისა და ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს და მისი ხალხის თავისუფალ არჩევანს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ, იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც უკანასკნელ
პერიოდში ჩაატარა ორი დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა ჯეიმს ინჰოფმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით