სააკაშვილმა დიპლომატი შეაშფოთა - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა დიპლომატი შეაშფოთა

ამერიკელი დიპლომატი ჯონ ქრისტიან კორნბლამი შეშფოთებულია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში მუშაობის დაწყებით. "სააკაშვილს არ შეუძლია იყოს მაგალითი მომავალი დიპლომატებისა და ბიზნესაღმასრულებლებისთვის", - წერს კორნბლამი. ამასთან, აღნიშნავს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ის სააკაშვილის ოპონენტის მრჩეველი იყო და პირადად შეუძლია დაადასტუროს "საარჩევნო კამპანიაში ჩართულ მუშაკებზე ძალადობა და ზეწოლა, გაეცანით პატიმრების მოპყრობის ფაქტებს, დემონსტრანტების დაუნდობელ დარბევას 2011 წლის მაისში, კორუფციას და პირადი გამდიდრებისკენ სწრაფვას, რითაც მთელი მისი რეჟიმი იყო ინფიცირებული," - ნათქვამია კორნბლამის წერილში.