მთავარი პროკურორი დაინიშნა - კვირის პალიტრა

მთავარი პროკურორი დაინიშნა

მთავარ პროკურორად დაინიშნა გიორგი ბადაშვილი, რომელიც პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი შსს-ს ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. ბადაშვილი ფინანსურ პოლიციაშიც მუშაობდა. "ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების სტანდარტების ამაღლებას და მტკიცებულებების მოპოვების გზების დახვეწას, რაც პროკურატურის წარმოებაში გახმაურებული საქმეების მრავლად არსებობის პირობებში, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინა პირობა იქნება. უნდა ამაღლდეს თითოეული საქმის გამოძიებისას საპროკურორო ზედამხედველობისა და საპროცესო კონტროლის ხარისხი, რაც შემდგომში, სასამართლო სტადიაზე, მყარ საფუძველს შექმნის პროკურორების მხრიდან სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციურად განსახორციელებლად", - @აცხადებს გიორგი ბადაშვილი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).