პოლიტიკა დინამიკურობით გამოირჩევა
პოლიტიკა დინამიკურობით გამოირჩევა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა. სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სტაგნაციის წლების შემდეგ, პოლიტიკური მოვლენები საქართველოში დინამიკურობით გამოირჩევა, ხოლო ეკონომიკა სულ უფრო მდგრადი ხდება. "საქართველო იმედოვნებს, რომ მოიპოვებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გასასვლელს ევროკავშირის ბაზარზე თავისი პროდუქციისა და მომსახურებისთვის. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ეს ხელშეკრულება ხელს შეუწყობს პირდაპირი ინვესტიციების ნაკადს საქართველოში," - განაცხადა ღარიბაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).