ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა
27-01-2014
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" დააფუძნა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა. სამოქალაქო სექტორში სამომავლო გეგმების შესახებ ივანიშვილი თანამდებობის დატოვების შემდეგ გავრცელებულ წერილ "პოსტსკრიპტუმში" საუბრობდა: "ამიერიდან ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი, ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და, რა თქმა უნდა, მექნება გარკვეული გავლენაც. ამ გავლენას არათუ სათაკილოდ ვთვლი, არამედ შევეცდები მის გაზრდას. სხვანაირად როგორ შეიძლება იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი? ხელისუფლებაზე საზოგადოების
გავლენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღის, ანუ დემოკრატიის მანიშნებელია, რადგან ეს გავლენა ხალხის, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და მასთან უკუკავშირს გულისხმობს... თუ შევძლებ და ევროპული მიმართულებით ქვეყნის წინსვლის საქმეში მართლაც მოვახდენ გავლენას ხელისუფლებაზე, ამას უნდა მიესალმებოდეს ყველა...
არც რჩევებს დავამადლი და არც კრიტიკას მოვაკლებ მთავრობას, რომელიც ჩემს ხალხთან ერთად შევქმენი და რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღე."



leila
27 იანვარი 2014 17:18
მიყვარხარ, გენდობი, მჯერა, რომ მართლაც ქართველი ერისა და საქართველოს გადასარჩენად მოგვივლინა უფალმა თქვენი თავი. გაიხარეთ, გაძლიერდით,მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით სუფთა სინდისის მოქალაქეები.

რედაქტორის რჩევით