"შრომის გარეშე არაფერი გამოდის" - კვირის პალიტრა

"შრომის გარეშე არაფერი გამოდის"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ქადაგებისას ბრძანა, რომ თუ ადამიანს სურს, მისი გული გახდეს ტაძარი სულიწმიდისა, ზეცასთან კავშირი უნდა დაამყაროს. "ყოველმა ადამიანმა უნდა დაამყაროს კავშირი წინაპრებთან, რასაც ის მოახერხებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუფთა გული აქვს, თუ თვითონ გახდება ტაძარი სულიწმინდისა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის გარეშე არაფერი გამოდის. ადამიანმა უნდა იღვაწოს, იმოღვაწეოს სულიერად", - ბრძანა პატრიარქმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).