რელიგიური კონფესიები დაფინანსდებიან - კვირის პალიტრა

რელიგიური კონფესიები დაფინანსდებიან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ავიწროებდნენ. "ამ ჩამონათვალში შევიდა ოთხი რელიგიური მიმართულება: ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები. ჯერჯერობით საუბარია ზოგად თანხაზე, რომელიც პროპორციულად განაწილდება. თანხის ზედა ზღვარი 4,5 მილიონი ლარით განისაზღვრება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.