კეზერაშვილი კვლავ პატიმარია - კვირის პალიტრა

კეზერაშვილი კვლავ პატიმარია

პროკურორ ირაკლი დონდოლაძის ინფორმაციით, საფრანგეთის ექს-ან-პროვანსის სასამართლომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი არ გაათავისუფლა. მისივე თქმით, 27 თებერვალს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე. ამასთან, კეზერაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, ფრანგმა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ კეზერაშვილის ექსტრადირება არ შეიძლება, რადგან საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.