თეთრაძის საქმეზე ქარდავა გაამართლეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ძებნილი მეგის ქარდავა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა. თუმცა ქარდავა დამნაშავედ ცნეს ორი პატიმრის წამებაში და მას 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამასთან, თეთრაძის წამებისა და გარდაცვალების საქმეში სასამართლომ დამნაშავედ ცნო გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და ციხის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები: ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია. მათ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.