თეთრაძის საქმეზე ქარდავა გაამართლეს - კვირის პალიტრა

თეთრაძის საქმეზე ქარდავა გაამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ძებნილი მეგის ქარდავა პოლკოვნიკ  სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა. თუმცა ქარდავა დამნაშავედ ცნეს ორი პატიმრის წამებაში და მას 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამასთან, თეთრაძის წამებისა და გარდაცვალების საქმეში სასამართლომ დამნაშავედ ცნო გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და ციხის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები: ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია. მათ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.