ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგა - კვირის პალიტრა

ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილს საქართველოს  მოქალაქეობა აღუდგა - გაუქმდა 2011 წელს პრეზიდენტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყდა.  ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება 2011 წლის ოქტომბერში გაავრცელა. 2011 წლის ნოემბერში მას მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ივანიშვილის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა არც თბილისის საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა სარჩელი არ დააკმაყოფილეს.