დემოგრაფიული ფონდის ინიციატივა - კვირის პალიტრა

დემოგრაფიული ფონდის ინიციატივა

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის"  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ხელისუფლებას სპეციალური სააგენტოს ან სამინისტროს შექმნის წინადადებით მიმართავს. ფონდი ხელისუფლებას ასევე სთავაზობს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონებისთვის საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას, დემოგრაფიული დახმარების პროგრამების გააქტიურებას და კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას. ფონდმა ასევე მხარი დაუჭირა პატრიარქის ინიციატივას, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდადებული პირების დასახლებას ითვალისწინებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).