დემოგრაფიული ფონდის ინიციატივა
03-02-2014
დემოგრაფიული ფონდის ინიციატივა
"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის"  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ხელისუფლებას სპეციალური სააგენტოს ან სამინისტროს შექმნის წინადადებით მიმართავს. ფონდი ხელისუფლებას ასევე სთავაზობს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონებისთვის საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას, დემოგრაფიული დახმარების პროგრამების გააქტიურებას და კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას. ფონდმა ასევე მხარი დაუჭირა პატრიარქის ინიციატივას, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდადებული პირების დასახლებას ითვალისწინებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

jek8
09 თებერვალი 2014 12:16
ბატონო ლევან,ღვთის წინაშე ყველანი წავრდგებით, თქვენ იმაზეც მოგეთხოვებათ პასუხი, რომ ხელგეწიფებოდათ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გადაგერჩინათ, მაგრამ....თქვენ ერთხელ წერდით, რომ ტროას ცხენივით შეჰყვნენ ოცნებას მოღალატეებიო. ახლა კი ნაცები ოცნებაში, ნეონაცებად ჩამოყალიბდნენ. სანამ არ გაძლიერდნენ მოქმედებაა საჭირო.
jek8
07 თებერვალი 2014 18:56
ბატონო ლევან, როგორი იმედი გვქონდა თქვენი, სამინისტროები გაივსო სხვადასხვა რჯულის აფერისტებით. იმასაც ამბობენ იხიდნურად თუ რჩენის თავი არ გქონდათ, რას არჩენდით ამდენსო.დევნილთა სამინისტროში მრავალშვილიანი ოჯახს ერთ ქულას აძლევენ ე.წ. სოციალურად დაუცველს, რომელსაც მახინაციებით აქვს გაკეთებული საბუთები, რვას სამართალი სადაა.

რედაქტორის რჩევით