ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე
03-02-2014
ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომლის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის ამერიკელ სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციასთან, რომელსაც ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობდა.
ღარიბაშვილი ასევე შეხვდა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერსა და გაეროს გენერალურ მდივან ბან კი-მუნს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა    რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებზე, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას (სიუჟეტი
იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით