პრემიერ-მინისტრი რუსეთს მოუწოდებს
03-02-2014
რუსულ ჟურნალ "რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში" გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სტატია სათაურით "საქართველო-რუსეთი: ჩიხიდან გამოსვლის ძიებანი". ღარიბაშვილი რუსეთს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ჩიხური ვითარებიდან გამოსასვლელად შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა სამართლებრივი თვალსაზრისით მოჯადოებული წრე შექმნა. ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის გზების ძიებას ემსახურება ჟენევის კონსულტაციები. თუ ჟენევის უმნიშვნელოვანეს პროცესს არ მიეცა კონსტრუქციული დინამიკა, რაღაც ეტაპზე ქართულ-რუსული ორმხრივი დიალოგი "კედელს" დაეჯახება", - ნათქვამია წერილში. ღარიბაშვილმა გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ
პუტინის განცხადება, რომლის მიხედვით, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა თავად უნდა იპოვონ საერთო ენა. "ფორმულა სწორია, მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეუძლია იმუშაოს, თუ მოსკოვი პატიოსნად იქნება დაინტერესებული მხარეებს შორის შერიგებით. საქართველო მზად არის, აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის პრაქტიკულ და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ჩვენ შორის ნდობის აღდგენამდე
სტატუსთან დაკავშირებული საკითხების განზე გადადება შესაძლებელია", - ნათქვამია წერილში.

DAVITI
11 თებერვალი 2014 00:21
იმ შემთხვევაში თუ საქართველო დაუბრუნდება ე.წ. ევრაზიულ სივრცეს, უარს იტყვის ნატოზე და ევროკავშირზე,შესაძლოა რუსეთმა ძაღლებივით ძვალი გადმოგვიგდოს და დათანხმდეს საქართველოში ფედერაციის ან კონფედერაციის შექმნას, სადაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი წარმოდგენილი იქნებიან ,როგორც სრულუფლებიანი სუბიექტები კავშირიდან გასვლის უფლებით!სადაც მუდმივად იმოქმედებს რუსეთის პროტექტორატი.
გვაწყობს ასეთი პერსპექტივა?

რედაქტორის რჩევით