პატრიარქის გაფრთხილება - კვირის პალიტრა

პატრიარქის გაფრთხილება

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ თუ ქართველმა მეცნიერება დაკარგა, დაიღუპება. "მეცნიერებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ის გადაარჩენს ჩვენს ხალხს. თუ ჩვენ მეცნიერება დავკარგეთ და დავივიწყეთ, ქართველი ხალხი დაიღუპება. მეცნიერება ცვლის ადამიანის ბუნებასა და ხასიათს. თუ განათლებულია ადამიანი, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე", - ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ ქართველი მორწმუნეობით, შრომისა და მეცნიერების სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა. უწმინდესის თქმით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში უამრავ ადამიანს ჰქონდა უმაღლესი განათლება.„"ყველაფერი წინ მიდის და არ შეიძლება, ქართველი ადამიანი დარჩეს ფულისა და ჭამა-სმის მოყვარე. უნდა ვიფიქროთ ინტელექტუალურ სიმაღლეზე. ჩვენ ძალიან ბევრი მეცნიერი გვყავდა", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).