პატრიარქის გაფრთხილება
03-02-2014
პატრიარქის გაფრთხილება
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ თუ ქართველმა მეცნიერება დაკარგა, დაიღუპება. "მეცნიერებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ის გადაარჩენს ჩვენს ხალხს. თუ ჩვენ მეცნიერება დავკარგეთ და დავივიწყეთ, ქართველი ხალხი დაიღუპება. მეცნიერება ცვლის ადამიანის ბუნებასა და ხასიათს. თუ განათლებულია ადამიანი, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე", - ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ ქართველი მორწმუნეობით, შრომისა და მეცნიერების სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა. უწმინდესის თქმით, ჯერ კიდევ
საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში უამრავ ადამიანს ჰქონდა უმაღლესი განათლება.„"ყველაფერი წინ მიდის და არ შეიძლება, ქართველი ადამიანი დარჩეს ფულისა და ჭამა-სმის მოყვარე. უნდა ვიფიქროთ ინტელექტუალურ სიმაღლეზე. ჩვენ ძალიან ბევრი მეცნიერი გვყავდა", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები