შიმშილობა გეგუთის ციხეში - კვირის პალიტრა

შიმშილობა გეგუთის ციხეში

გეგუთის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში, ცემა-წამებაში ადანაშაულებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, 800-მდე პატიმარი შიმშილობს. ისინი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მდგომარეობა დაძაბა გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს ციხეში სპეცრაზმის შეყვანა იყო დაგეგმილი. პატიმრების მშობლები და ახლობლები ციხესთან შეიკრიბნენ. სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეცრაზმის შეყვანა არ იგეგმება. სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პატიმრების მიერ  შიმშილობის დაწყების გეგმIის შესახებ რამდენიმე კვირით ადრე იყო ინფორმირებული. "ყველა ადამიანს გარეთ გამოსვლა უნდა, რაც ცხადია, შეუძლებელია. როდესაც რეჟიმი კანონის ჩარჩოებში ექცევა, არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ და სხვა მიზეზს ასახელებენ", - აღნიშნა სუბარმა.