სოჭში ქართული დროშა აღიმართა - კვირის პალიტრა

სოჭში ქართული დროშა აღიმართა

სოჭში, ოლიმპიურ სოფელში, ქართული დროშა საზეიმოდ აღიმართა. სოჭის ოლიმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს: მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი. სოჭში საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია არ წასულა. ქალაქში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. დასავლური მედიის ცნობით კი, ინფრასტრუქტურისა და დელეგაციების მაღალ დონეზე დაბინავების მხრივ პრობლემები შეინიშნება.