"გაუგებრობა" მთავარი მოწმის გარშემო - კვირის პალიტრა

"გაუგებრობა" მთავარი მოწმის გარშემო

7 თებერვალს ბაჩო ახალაიას მეუღლემ და ადვოკატმა განაცხადეს, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალაიას წინააღმდეგ აღძრული საქმის მთავარი მოწმე გია გორგაძე  ბრიფინგზე იმის თქმას აპირებდა, რომ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს. გორგაძემ ბრიფინგი ვერ გამართა, რადგან სამართალდამცველებმა პროკურატურაში გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ გორგაძემ განაცხადა, რომ ბრიფინგზე სპეცოპერაციისას დაღუპული ძმის მკვლელების დასჯის მოთხოვნას აპირებდა. გორგაძის თქმით, პროკურატურაში  მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა. პროკურატურის ცნობით კი, გორგაძე იმიტომ დაჰკითხეს, რომ მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის გატაცებული იყო.