ღარიბაშვილი რასმუსენს შეხვდა
10-02-2014
ღარიბაშვილი რასმუსენს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს, შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რასმუსენმა აღნიშნა, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატია უფრო მეტად მომწიფდა. ალიანსის გენერალური მდივნის შეფასებით, ახლა პრიორიტეტულია, გაგრძელდეს რეფორმები ყველა მიმართულებით. რასმუსენმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთი) რუსეთის მიერ ე.წ. სასაზღვრო ზონის დროებით გაფართოებასთან დაკავშირებით. "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და
მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საქართველოს მიმართ აღებული ყველა ვალდებულება", - აღნიშნა რასმუსენმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, "საქართველო არ ზოგავს ძალებს, რომ განაგრძოს რეფორმების განხორციელება, რომელიც ქვეყანას ნატოსთან უფრო დააახლოებს" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით