"ტრაქტორების საქმე" დაიხურა
10-02-2014
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი მთავარმა პროკურატურამ სასამართლოდან გაითხოვა. ექვსი მაღალი თანამდებობის პირი შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 2013 წლის მაისში დააკავეს. ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო დავით კირვალიძე. დაკავებულ პირებს ბრალად სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა, სამსახურებრივი გულგრილობა და ექსპერტებზე ზეწოლა წაუყენეს. დაკავებულები გირაოთი გათავისუფლდნენ. აღნიშნული პირების დაკავების შემდეგ, დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა. იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუკი დაკავებულ პირთა უდანაშაულობა
დამტკიცდებოდა, კირვალიძეს მინისტრად დააბრუნებდა. დაბრუნდება თუ არა კირვალიძე თანამდებობაზე, უახლოეს ხანში გახდება ცნობილი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით