"ზომიერება გვაკლია" - კვირის პალიტრა

"ზომიერება გვაკლია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას მრევლს მოუწოდა, მეტი იშრომონ. "ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. ჩვენ გვახასიათებს თავისუფალი ცხოვრება, ზედმეტი განცხრომა, სიხარული და ზედმეტი მწუხარება, ზომიერება გვაკლია", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა ისურვა, რომ ღმერთმა ქართველ ერს მისცეს გული გონიერი, სიბრძნე და ანალიტიკური აზროვნება - "ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ ის, როგორ დავიწყოთ ესა თუ ის საქმე, არამედ უნდა წარმოვიდგინოთ შედეგიც. ბოლოს უნდა ვხედავდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. არ მგონია, რომ გამოუსწორებლები ვართ. ღვთის მადლით, აუცილებლად გამოვსწორდებით და ჩავდგებით კალაპოტში. ეს გამოსწორება, უპირველეს ყოვლისა, ჩემგან უნდა დავიწყოთ და მერე თქვენგან" (სიუჟეტი იხ.www.palitratv.ge-ზე).