მიზანდარი მოხსნეს
17-02-2014
მიზანდარი მოხსნეს
კულტურის მინისტრმა  გურამ ოდიშარიამ  თავისი მოადგილე მარინე მიზანდარი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ოდიშარიამ მიზანდარი დაუმორჩილებლობასა და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა. თავად მიზანდარი კი თავის გათავისუფლებას ზოგიერთ საკითხზე, მათ შორის საყდრისის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას უკავშირებს. მიზანდარის განცხადებით, კულტურის მინისტრს უჭირს მნიშვნელოვან საკითხებზე თანამიმდევრული პოზიციის დაფიქსირება და გამოთქვა ვარაუდი, რომ ოდიშარიას მინისტრის პოსტზე დიდი დღე არ უწერია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით