"ჯეოსელში" საგამოძიებო სამსახური შევიდა
17-02-2014
13 თებერვალს  "ჯეოსელში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  შევიდა. საგამოძიებო სამსახურში კომპანიის შემოწმების მიზეზებს არ აკონკრეტებენ.

"ჯეოსელის" პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა  დირექტორმა პასი კოისტინენმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიისთვის უცნობია ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
"ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით აღსავსე  ეთიკური ბიზნესპრაქტიკით. არ გვაქვს არანაირი მიზეზი, თავი ავარიდოთ გადასახადებსა თუ სხვა ვალდებულებებს. "ჯეოსელი" საქართველოში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. მისი არსებობის მანძილზე
კომპანიის ყველა საქმიანობა-ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით