მარგველაშვილი ალიევს შეხვდა - კვირის პალიტრა

მარგველაშვილი ალიევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდგომ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი და საქართველო მხარს უჭერენ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. "საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია; უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები", - განაცხადა ალიევმა.   მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც უფრო ინტენსიური გახდება.

გიორგი მარგველაშვილი საინგილოსაც ესტუმრა და იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდა.