17-02-2014
ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს ჯიღაურის, წილკნისა და ახალქალაქის მეურნეობები გადასცა. როგორც ჟურნალისტებს ჯიღაურის მეურნეობის დათვალიერებისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრს, აიპ "აგროსა" და შპს "აგრო ქართუს" უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცემა. მისივე ინფორმაციით, ცენტრს ასევე გადაეცემა 26 ჰექტარი ვაზისა და ხეხილის სადემონსტრაციო ნაკვეთი, წილკნისა და ახალქალაქის სამეურნეო ობიექტები, სადაც კარტოფილის ელიტური, ასევე ბოსტნეულისა და მარცვლეულის თესლები გამოჰყავთ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წილკნის სამეურნეო ობიექტის ფართობი 7 ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეიქმნა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომლის ბაზა ჯიღაურის მეურნეობაში იქნება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
იყავი პირველი!