ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი - კვირის პალიტრა

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობდა. დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს. ბარტელსის თქმით, საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობას 2015 წლიდან დაიწყებს. ბარტელსმა ნატოსთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას მაღალი შეფასება მისცა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები  დადებითად შეაფასა. "საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო პოლიტიკურ დინამიკაზე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. ამ ორ მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვნად ვითარდება, ალიანსი მაღალ შეფასებას აძლევს", - განაცხადა კნუდ ბარტელსმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).